სიახლეები
112-ის ოპერატორების გადამზადება
2019-07-20 13:36:19
112-ის ოპერატორების გადამზადება

„112“-ის ოპერატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის თემას ოჯახში ძალადობა და სექსუალური შევიწროება - სამართლებრივი ასპექტები და იდენტიფიცირების ინსტრუმენტები წარმოადგენდა.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პოლონური ორგანიზაცია "HumanDoc", შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტთან და ორგანიზაცია „სდექ“-თან (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი) ერთად ახორციელებს პროექტს „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადე პირების თერაპიის პროგრამის გაძლიერება 2019-2020“.

 

პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და ყოვეწლიურად „112“-ის 100-მდე ოპერატორის გადამზადებას ითვალისწინებს.