სიახლეები
სტუმრად 112-ში
2019-07-26 16:23:05
სტუმრად 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-მა, ახალი პროექტი „სტუმრად 112-ში“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, წინასწარ დარეგისტრირებული მოქალაქეები თბილისის ცენტრს ესტუმრნენ.

 

სტუმრები ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოქალაქეები „112“ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ კითხვები თავად დაუსვეს.

 

აღნიშნული ღონისძიება, თვეში ერთხელ ჩატარდება. თითოეულ მოქალაქეს, მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, საშუალება ექნება ეწვიოს „112“-ის თბილისის ცენტრს.

 

„112“ მუდამ მზად არის უპასუხოს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ცენტრის სამუშაო სპეციფიკისა და ოპერატორთან თანამშრომლობის თაობაზე.