სიახლეები
სტუმრად 112-ში
2019-08-27 11:21:33
სტუმრად 112-ში

თბილისის ცენტრს პროექტის „სტუმრად 112-ში“ ფარგლებში, მოქალაქეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები „112“ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ კითხვები თავად დაუსვეს.

 

სტუმრები ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

აღნიშნული ღონისძიება, თვეში ერთხელ ტარდება. თითოეულ მოქალაქეს, მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, საშუალება აქვს ეწვიოს „112“-ის თბილისის ცენტრს. „112“ მუდამ მზად არის უპასუხოს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ცენტრის სამუშაო სპეციფიკისა და ოპერატორთან თანამშრომლობის თაობაზე.