სიახლეები
„112“-ს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
2013-04-25 19:13:00
„112“-ს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით 112- აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.  შეხვედრის ფარგლებში მოზარდებმა დაათვალიერ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, ადგილზე დააკვირდნენ „112-ის მუშაობის სპეციფიკას.

 

 

  

 

 „112“ წარმომადგენლებმა  ბავშვებს პრეზენტაციის სახით გააცნეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.