სიახლეები
ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი 112-ში
2019-09-20 14:38:37
ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი 112-ში

„112“-ის თბილისის ცენტრს ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

 

შეხვედრისას, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.


აღნიშნული ვიზიტი სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს - CEPOL ფარგლებში განხორციელდა.