სიახლეები
112-ის საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
2019-09-25 10:39:09
112-ის საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორებმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებს ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს.

 

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის შესახებ.

 

ცენტრის თანამშრომლებმა მოზარდებს დაურიგეს საინფორმაციო სანიშნეები, სადაც მოცემულია ინფორმაცია, რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე, ასევე, რა სანქციებია გათვალისწინებული ცრუ და გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში.


აღსანიშნავია, რომ სკოლის მანდატურები აქტიურად არიან ჩართული გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების პროცესში.

 

საინფორმაციო კამპანია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.