სიახლეები
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი
2019-09-26 17:39:22
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორმა ავთანდილ ჩიტაძემ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, „112“-ის თბილისის ცენტრში, სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტს, ლენა ნაზარიანს თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლეს.

 

დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრების მუშაობის სპეციფიკის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ, თუ როგორ ხდება საქართველოს მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვა. ასევე, ზარის მიღება და შესაბამის საგანგებო სამსახურებთან ინფორმაციის ოპერატიული გადაცემა.