სიახლეები
112-ის საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში
2019-10-17 18:00:27
112-ის საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

ქ. ბათუმში ადრეული ქორწინებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის წარმომადგენელმა 112-ის სერვისების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებულ დაკავშირების არხებზე, რომელსაც მოქალაქეებს სთავაზობს.

 

ყურადღება გამახვილდა მობილურ აპლიკაციაზე, აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). ამ ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

 

აღნიშნული ღონისძიება „აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა ადრეული ქორწინებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

 

პროექტს ახორციელებს ჩინარა კოჯაევა ორგანიზაციასთან „ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობები“ ერთად „ადამიანის უფლებათა სახლის“ მხარდაჭერით.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.