სიახლეები
112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს
2019-10-25 12:02:15
112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით - სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).

 

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება 4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს, მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

 

გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.