სიახლეები
112 ახორციელებს პროექტს „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“
2019-11-05 17:56:56
112 ახორციელებს პროექტს „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“

112 ახორციელებს პროექტს „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“. პროექტის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, თბილისის ცენტრს 150 მოსწავლე ესტუმრა.

 

მოზარდებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია 112-ის შესახებ, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.

 

მოსწავლეებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.