სიახლეები
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი
2019-11-07 13:48:01
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

„112“-ის თბილისის ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის სახანძრო სამაშველო სამსახურისა და სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.