სიახლეები
„112“-ს ბელარუსის დელეგაცია ესტუმრა
2013-05-20 15:32:36
„112“-ს ბელარუსის დელეგაცია ესტუმრა

„112“-ის დეპარტამენტს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი, მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ესტუმრნენ.

 

 სტუმრებმა დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, გაესაუბრნენ „112“-ის ქოლ ცენტრის ოპერატორებს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ერთიანი საგანგებო ნომრის მართვის შესახებ.

 

   

 

„112“-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით გააცნეს სტუმრებს დეპარტამენტის სამომავლო გეგმები. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს „112“-ის განვითარების სტრატეგია და აღნიშნეს, რომ საქართველოს გამოცდილება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში, დასახული მიზნის წარმატებულად განხორციელებაში დაეხმარებათ, რომელიც ბელარუსში „112“-ის შექმნას ემსახურება.