სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
2020-02-14 17:22:09
საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

 

„112“-ის ოპერატორმა, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.


მოზარდებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.

 

აღნიშნული შეხვედრა, „112“-ის დღის ფარგლებში ჩატარდა. 2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავს.