სიახლეები
„112“-ს ისრაელის კონსული საქართველოში ჰერცელ მაიმონი ესტუმრა
2013-05-28 14:44:11
„112“-ს ისრაელის კონსული საქართველოში ჰერცელ მაიმონი ესტუმრა

28 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტში ისრაელის კონსული საქართველოში ჰერცელ მაიმონი იმყოფებოდა.

 

კონსულმა დაათვალიერა „112“-ის ქოლ ცენტრი და დააკვირდა სამუშაო პროცესს. ჰერცელ მაიმონმა „112“-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ერთიანი საგანგებო ნომრის, 112-ის, მართვის შესახებ საქართველოში. 

 

  


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.