სიახლეები
„სამართლებრივი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში „112“-ს მოსწავლეები ეწვივნენ
2013-05-30 16:50:20
„სამართლებრივი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში „112“-ს მოსწავლეები ეწვივნენ

„სამართლებრივი განვითარების პროგრამაში“ მონაწილე თბილისის №64 სკოლის მოსწავლეებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერეს და დააკვირდნენ „112“-ის სამუშაო პროცესს.

 

„სამართლებრივი განვითარების პროგრამა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია და მიზნად ისახავს, სამართლის და მართლმსაჯულების სფეროში, ბავშვთა უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ ცოდნის ამაღლებას.

 

  

 

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, წინასწარ შედგენილი საგნის: „სამართლებრივი კულტურის" სწავლებას, შერჩეული სკოლების მე-9 კლასელთათვის. საგნის სწავლება მიმდინარეობს სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით.

 

პროგარამა, საგაკვეთილო სესიების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებში მოსწავლეების ტურს და მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობას ითვალისწინებს.

 

ამჟამად, „სამართლებრივი განვითარების პროგრამის“ მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც თბილისის 15 და რეგიონების 33 სკოლაა ჩართული.