სიახლეები
„112“-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ ბავშვებს მიულოცა
2013-05-31 12:09:00
„112“-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ ბავშვებს მიულოცა

„112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის საგანმანათლებო სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადის“ ბავშვებს მიულოცა.

 

„112“-მა ერთი ლამაზი დღე აჩუქა ბავშვებს და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირება საზოგადოებაში.

 

    


ცენტრის მიზანია, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. აქვე არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სწავლება თერაპიული პროცედურებით ხორციელდება.

 

შეხვედრის დასასრულს პატარებმა „112“-ის დირექტორს საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები უსახსოვრეს.