სიახლეები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „112“- ში
2013-06-01 14:29:00
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „112“- ში

1 ივნისს, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა „112“-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

„112“-ის ეზოში თანამშრომელთა შვილებისა და მოწვეული სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

 

  

 

სტუმრად მისულ ბავშვებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდნენ. საბავშვო პერსონაჟებმა „112“-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად აქციეს. პატარები აღმოჩნდნენ ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იყვნენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები.

 

ბავშვებმა „112“-ის ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატეს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსებში, გახალისდნენ სახის მოხატვით და დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო და საპატრულო მანქანები.