სიახლეები
ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი „112“- ს ეწვია
2013-08-16 12:56:26
ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი „112“- ს ეწვია

ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ს ესტუმრნენ.


დელეგატებმა დაათვალიერეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი და და ადგილზე გაეცნენ "112"-ის მუშაობის სპეციფიკას.

 

  


„112“-ის წარმომადგენლებმა გააცნეს დელეგატებს ინფორმაცია, საქართველოში, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, რაც „112“-ში არსებულ მომსახურების დროსა თუ ხარისხს შეეხებოდა. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს „112“-ის მუშაობა და სამომავლოდ, ისრაელში გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის დანერგვის და აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.