სიახლეები
საქართველოში მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ
2013-09-03 16:40:29
საქართველოში მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ

საქართველოში სინოპტიკოსები 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „112“-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.