სიახლეები
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი „112“-ში
2013-09-25 18:25:39
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი „112“-ში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და პოლიციის ექსპერტებმა „112“ დაათვალიერეს.


ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების დონეზე კონკრეტული სამსახურების, მათ შორის „112“-ის, საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი პირდაპირი კონტაქტების დამყარება და განვითარება. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება, დანაშაულებრივი ტენდენციები და პრევენციული ზომები.


  

 

დელეგაციის წევრებმა „112“-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცნეტრის მუშაობის სპეციფიკის და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.


ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 სექტემბერს დასრულდება.