სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრმა „112”-ის თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა
2013-10-03 12:40:52
შინაგან საქმეთა მინისტრმა „112”-ის თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის „112“-ის თანამშრომლები დააჯილდოვა.


წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელით ნათელა წოწკოლაური, ნიკოლოზ გორგოძე, გვანცა გაჩეჩილაძე, თინათინ არუშანოვი, ირმა მჭედლიშვილი, ნინო მუშტარაული, ინგა შარიქაძე და ია ფუტკარაძე დაჯილდოვდნენ.