სიახლეები
„112“-ის ოპერატორები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსს გადიან
2013-10-04 10:58:49
„112“-ის ოპერატორები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსს გადიან

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა სამსახურის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ოპერატორთა პროფესიული გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიზანია საბაზისო სამედიცინო ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა მნიშვნელოვანია „112“-ის ოპერატორებისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება და ინტერვიუს წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


  

 

ტრენინგებში  სწავლების სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული - ლექციები, თეორიული სავარჯიშოები, პრაქტიკული გაკვეთილები და სიმულაციური სცენარები.

 

სასწავლო კურსს „112“-ის 140 ზარის მიმღები „მედიქლაბჯორჯია“-ს სასწავლო რესურსცენტრში ეტაპობრივად გადის. ტრეინინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.