სიახლეები
„112“-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაცია
2013-10-22 17:29:00
„112“-ის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაცია
2013 წლის 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“ ახალი სერვისის – სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაცია გამართა.

„112“ მოსახლეობას EN 54-ით სტანდარტიზირებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს სთავაზობს, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული დეტექტორებით ობიექტის აღჭურვას ან/და ობიექტზე უკვე მოქმედი სახანძრო სისტემის ჩართვას „112“-ის სერვისში.

აღნიშნული მომსახურების მიზანია მხუთავი აირის (CO) და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია ფატალური შედეგების დადგომამდე.

      
      

სერვისი ეფექტურია, რადგან სისტემა მანამდე რეაგირებს, ვიდრე ადამიანი შეიგრძნობს საფრთხეს. განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის „112“-ში და აღნიშნული სამსახური უმოკლეს დროში აგზავნის სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ინციდენტის ლიკვიდაციის დროს.

პრეზენტაციაზე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა „112“-ში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.