სიახლეები
შსს „112“-ის დეპარტამენტი, უამინდობით გამოწვეული შემთხვევების შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
2013-12-04 15:10:23
შსს „112“-ის დეპარტამენტი, უამინდობით გამოწვეული შემთხვევების შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი შეუფერხებლად ღებულობდა ზარებს, რათა მყისიერი რეაგირება მოეხდინა ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც საქართველოში ამინდის გაუარესებამ გამოიწვია.

 

„112“-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უამინდობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, 36 464 ზარი დაფიქსირდა. აქედან, 6106 საქმე შეიქმნა და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შესაბამისი სამსახურის ეკიპაჟები. დარჩენილი ზარები კი საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.


ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 429, ხოლო თბილისის მასშტაბით კი 190 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, აჭარაში - 37, გურიაში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, იმერეთში - 264, რაჭა-ლეჩხუმში -5, შიდა ქართლში - 39. სამცხე-ჯავახეთში - 32, მცხეთა- მთიანეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, ხოლო კახეთში - 16 შემთხვევა დაფიქსირდა.


უამინდობის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი და გარკვეული სახის მატერიალური ზარალი მიადგა მოსახლეობას.


„112“ ოპერატიულად მიიღებს ზარებს და განახორციელებს  შესაბამისი სამსახურის ბრიგადების დისპეტჩერიზაციას, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.