სიახლეები
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი „112“-ს ესტუმრა
2014-03-12 14:51:00
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი „112“-ს ესტუმრა
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ვაშჩენკო, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ესტუმრა. მათ დაათვალიერეს „112“-ის შენობა და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.

„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ფუნქციები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    

ვიზიტის დასასრულს, „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დელეგაცია საქართველოს 13 მარტს დატოვებს.