სიახლეები
„112“-ს ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა
2014-03-28 10:29:00
„112“-ს ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა

 2014 წლის, 28 მარტს, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი დაილის ალფონსას ბარაკაუსკასი, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს გადაუდებელი დამხარების ოპერატიული მართვის ცენტრს ესტუმრა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს „112“-ის შენობა და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, დეტალურად გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობასა და ფუნქცია-მოვალეობებს.


  

 

ვიზიტის დასასრულს, „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.