სიახლეები
„112“-ის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს ესტუმრნენ
2014-04-18 17:00:00
„112“-ის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს ესტუმრნენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „112“-ის წარმომადგენლები თბილისში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლს - „სიკეთის ლამპარი“ ესტუმრნენ.

 

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა მოხუცებს სხვადასხვა პროდუქტი და პირველადი დახმარების მედიკამენტები მიუტანეს.


  


„სიკეთის ლამპარში“ 25 მოხუცი ცხოვრობს, მათ შორის, უხუცესი კი ასი წლის თამარ გაბუნიაა.