სიახლეები
„112“-ს ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
2014-04-30 15:39:04
„112“-ს ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდ კაზლოვსკი ესტუმრა. მინისტრმა ცენტრი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მუშაობის სპეციფიკას.

 

„112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის სახით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, ორი წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს, მათ შორის, „112“-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაკავშირების საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

 

   


სტუმრები „112“-ში არსებული ინტეგრირებული მართვის მოდელით დაინტერესდნენ, სადაც საგანგებო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა ერთიანი ცენტრიდან ხორციელდება.


ვიზიტის დასასრულს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.