სიახლეები
„112“-მა დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი კუთხე წარმოადგინა
2014-05-26 11:29:00
„112“-მა დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი კუთხე წარმოადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“ის დეპარტამენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.


გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა - „112“-მა წარმოადგინა „GPS ტრეკერი“, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს დაეხმარება. „GPS ტრეკერი“, სატელიტური სისტემის საშუალებით, ტურისტის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას უზრუნველყოფს და განგაშის (.. “SOS”) სიგნალს ცენტრში აგზავნის. აღნიშნული კი, გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს

 

  

„112“-
ის მიერ წარმოდგენილი იყო ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორები და დისპეტჩერები მუშაობენ. ასევე, მონიტორები, რომლებზეც მიმდინარეობს გზების კონტროლი ქალაქის მასშტაბით და ვიდეო რგოლი „112“-ის სამომავლო, ინოვაციურ, პროექტებთან დაკავშირებით.