სიახლეები
პატარები „112“–ის ოფისში
2012-09-14 16:03:15
პატარები „112“–ის ოფისში

2012 წლის 13–14 სექტემბერს „112“–ის ოფისს ორგანიზაციის თანამშრომელთა შვილების მეორე ნაკადი ესტუმრა.

პატარებმა ინტერესით დაათვალიერეს შენობა და მოინახულეს ქოლ-ცენტრი, სადაც მათი მშობლები მუშაობენ. 

 

 

ვიზიტის დროს ბავშვებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია,  თუ როგორ მუშაობს 1–1–2, როდის უნდა დარეკონ ან არ დარეკონ 1–1–2–ზე. 

ასევე პატარები გაეცნენ სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილ ვებ–გვერდს kids.112.ge და ვიზიტის ბოლოს მათ დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები.