სიახლეები
„112“-მა ევაკუატორებით დახმარების სერვისი დანერგა
2014-06-25 17:07:07
„112“-მა ევაკუატორებით დახმარების სერვისი დანერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა, თბილისში, ევაკუატორებით დახმარების სერვისი დანერგა.

 

ამიერიდან, თბილისში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს 112-ზე დარეკვით, ევაკუატორებით დახმარების სერვისით ისარგებლოს

 

ახალი სერვისი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. 112- გააჩნია თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც იძლევა ეფექტური კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, გამოყოფილია სპეციალურად გადახურული სადგომი და ბეტონის ახალი საფარიანი დაცული ტერიტორია, რათა არ მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დაზიანება სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისგან. ასევე, ტერიტორიაზე არსებული 24 საათიანი სათვალთვალო კამერები, დამცავი ღობე და სხვა ინფრასტრუქტურა გამორიცხავს ავტოსადგომზე მესამე პირთა არასანქცირებულ შეღწევას. ავტოსადგომები განლაგებულია დიღომში ბალანჩინის ქუაზე და ვარკეთილში გახოკიძის ქუჩაზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ერთიანი, შეღავათიანი საფასური, რაც ბაზარზე არსებულ ტარიფზე 50% -ით ნაკლებია. აღსანიშნავია რომ, ტრანსპორტირების მანძილის ათვლის საფასური იწყება ევაკუატორის ინციდენტის ადგილზე გამოცხადებიდან, დანიშნულების ბოლო წერტილამდე.

 

ევაკუატორებით დახმარების სერვისის დანერგვა ასევე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანისთვის.