სიახლეები
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დელეგაციის ვიზიტი „112“-ში
2014-06-25 12:08:00
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დელეგაციის ვიზიტი „112“-ში

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური პოლიციის  დელეგაცია ესტუმრა.

 

„112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და ქოლ-ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

 

  


დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ სხვადასხვა შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სამი სამსახურის – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის კოორდინირებული მუშაობა, რაც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.