სიახლეები
112-მა მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა
2014-08-22 18:12:00
112-მა მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა კაჭრეთში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გამართა. მედიატურში ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

„112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო, ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან გაცნობოდნენ დასრულებულ, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს.

   

მედიატურის ფარგლებში განიხილეს ჟურნალისტებისთვის საინტერესო ყველა საკითხი, გააცნეს „112“-ის მუშაaობის სპეციფიკა, 2013-2014 წლის სტატისტიკა, მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდის და მოქალაქეთათვის უკეთესესი სერვისის შეთავაზების კუთხით. ასევე შეიტყვეს, რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.

„112“-ის წარმომადგენლებმა ორი დღის განმავლობაში ჩაატარეს პრეზენტაციები ცენტრისთვის აქტუალურ თემებზე და მედიის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.

„112“ მსგავსი მედიატურის ჩატარებას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მომავალშიც გეგმავს.