სიახლეები
112-მა UNDP-ის გლობალური კამპანიის, ინოვაციების კვირეულში მიიღო მონაწილეობა
2014-09-29 11:35:50
112-მა UNDP-ის გლობალური კამპანიის, ინოვაციების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

2014 წლის, 26-28 სექტემბერს, ჩატარდა სამდღიანი სემინარი, „ინოვაცია და შემოქმედება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასახმარებლად“, რომელშიც მონაწილეობა უშუალოდ მიიღეს მეტყველება და სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა.

 

აღნიშნული კრეატიული აზროვნების სემინარში, შშმ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდნენ UNDP-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

 

  

 

მონაწილეებმა გაიარეს კონკრეტული სიმულაციური დავალებები, გაითამაშეს საგანგებო სიტუაციის სრული პროცესი, ზარის განხორციელების საჭიროების დადგომის მომენტიდან, დახმარების აღმოჩენამდე და შექმნეს მათთვის მისაღები, 112-ის ახალი მომსახურების პროტოტიპი. აღნიშნულმა ტრენინგმა  უფრო თვალსაჩინო გახადა ის კონკრეტული საჭიროებები, რაც უნდა დანერგოს 112-მა შშმ პირებისათვის, რათა მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს დამოუკიდებლად ცენტრთან დაკავშირება.

 

სემინარი გაიმართა UNDP-ის გლობალური კამპანიის - ინოვაციების კვირეულის SHIFT ფარგლებში, დანიის მთავრობის ხელშეწყობით. SHIFT გლობალური კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებასა და დანერგვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.