სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია: ,,საჯარო სამსახურის სერვისები - ორიენტაცია თანამედროვე გადაწყვეტაზე“
2012-09-26 13:58:07
საერთაშორისო კონფერენცია: ,,საჯარო სამსახურის სერვისები - ორიენტაცია თანამედროვე გადაწყვეტაზე“

2012 წლის 25–26 სექტემბერს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია: ,,საჯარო სამსახურის სერვისები - ორიენტაცია თანამედროვე გადაწყვეტაზე“  ჩატარდა.  

 

კონფერენციაში, რომელიც საჯარო სამსახურში გატარებულ რეფორმებს მიეძღვნა, 132–მა უცხოელმა და ადგილობრივმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის შსს სსიპ - „112“–ის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თამაზ ბახტაძემ. 

 

 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგებს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში და საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. 

 

25 სექტემბერს დელეგატები „112“-ის ოფისს ეწვივნენ და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ.

 

2011 წლიდან, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება.