სიახლეები
112-ს სამუშაო ვიზიტით ფინელი ექსპერტი ეწვია
2014-11-19 12:04:00
112-ს სამუშაო ვიზიტით ფინელი ექსპერტი ეწვია

2014 წლის 18-19 ნოემბერს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ-112-ს, ფინელი ექსპერტი, ააპო კოსკი, ეწვია. აღნიშნული ვიზიტი შშმ პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით 112-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.


ორ დღიან ტრენინგს 112-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ. მხარეებმა ისაუბრეს SMS შეტყობინების დანერგვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე.

  

 

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა პროცედურული საკითხები, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

უახლოეს მომავალში, 112 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცენტრთან დაკავშირების ალტერნატიულ არხს ნერგავს. აღნიშნული გულისხმობს 112-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას.

ზემოაღნიშნულ პროექტს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი -112 გაეროს განვითარების პროგრამასთან UNDP Georgia-სთან ერთად ახორციელებს.