სიახლეები
საქართველოს 112-ის წარმომადგენლები HeERO-ს კონფერენციას დაესწრნენ
2014-12-04 12:14:00
საქართველოს 112-ის წარმომადგენლები HeERO-ს კონფერენციას დაესწრნენ

2014 წლის, 27-28 ნოემბერს, ესპანეთში, ქ. მადრიდში HeERO-ს (Harmonized eCall European Pilot) დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს 112-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის ფარგლებში შეჯამდა HeERO 2-ის პროექტის შედეგები და ჩატარებული სამუშაოები.

 

HeERO- პროექტი 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, eCall მოწყობილობით აღჭურვილი ავტომანქანიდან საგანგაშო სიგნალისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაციის პირდაპირ 112-ში გაგზავნას.

HeERO- პროექტში ჩართულმა თითოეულმა ქვეყანამ, საპილოტე ვერსიების სახით, კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და eCall-ის შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინეს.

2017 წლის 1 ოქტომბრიდან 112-, ევროპის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება eCall-ის საშუალებით მიიღოს შეტყობინება, ხოლო 2018 წლის პირველი ნახევრიდან, ევროკავშირის კანონმდებლობით, eCall სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომანქანისათვის

კონფერენცია ევროკომისიის ეგიდით, ERTICO ITS EUROPE-სა და European Emergency Number Association-თან (EENA) კოორდინირებულად ჩატარდა. მასპინძელი მხარე კი ესპანეთის საპილოტე პროექტის კოორდინატორი Direccion General de Trafico (DGT) იყო.

ღონისძიებას 40-ზე მეტი ქვეყნის, 200-მდე დელეგატიესწრებოდა, მათ შორის საგანაგებო სიტუაციების სამსახურების და მობილური ოპერატორების წარმომადგენლები

  

 

HeERO- პირველი ეტაპი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (2011-2013 .) და 9 ევროპული ქვეყანა (გერმანია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, რუმინეთი და შვედეთი) იყო ჩართული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ სამუშაოებში. HeERO 2 დაიწყო 2013 წელს და 2 წელი გაგრძელდება, მეორე ეტაპს 6 ქვეყანა შეუერთდა (ბელგია, ბულგარეთი, დანია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და თურქეთი). ასევე, აღნიშნული პროექტის ასოცირებული პარტნიორები გახდნენ სხვა ქვეყნებიც, ეს სტატუსი კი მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ სარგებელი და გაიზიარონ HeERO 1 და HeERO 2 -ის პროექტებთან დაკავშირებული გამოცდილება.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, 112-ის წარმომადგენლები მადრიდის 112- ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.