სიახლეები
112 შსს-ს კამპანიას „არა ძალადობას!“ უერთდება
2014-12-16 17:33:33
112 შსს-ს კამპანიას „არა ძალადობას!“ უერთდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის თანამშრომლები უერთდებიან შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის, ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას.

 

112-ის ოპერატორები, სოლიდარობას უცხადებენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობას მოუწოდებენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

 

  

  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 2014 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.