სიახლეები
112-თან შშმ პირების დაკავშირების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში ტრენინგი ტარდება
2015-02-05 13:07:44
112-თან შშმ პირების დაკავშირების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში ტრენინგი ტარდება

შსს-ს აკადემიაში ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა „112“-ის თანამშრომლებისათვის ტრენინგს ატარებს. აღნიშნული ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით „112“-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში ტარდება.

 

 

 

ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა სამი დღის განმავლობაში 112-ის თანამშრომლებსა და ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორებს ტრენინგს ჩაუტარებს პროექტის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გადაუდებელი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას ითვალისწინებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის წარმოების გზები სმენადაქვეითებული პირებისთვის.

 

ტრენინგის მონაწილეებს ალექსანდრე ბოუსემამ საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპაში არსებული მოდელები გაუზიარა. პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელშეწყობით ხორციელდება.