სიახლეები
112-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩაუტარეს
2015-02-09 17:21:27
112-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩაუტარეს

2015 წლის 9 თებერვალს „112“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები მცხეთის მე-2 და რუსთავის მე-11 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაციები ჩატარდა და მოზარდებმა სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.

 

სკოლის მოსწავლეებმა შეიტყვეს, რა შემთხვევაში უნდა ისარგებლონ გადაუდებელი დახმარების ნომრით, რომელი სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით და კანონით გათვალისწინებული რა სანქციები არსებობს ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.

მოსწავლეებმა „112“-ის წარმომადგენლებთან ერთად თემატური დავალებები შეასრულეს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. შეხვედრის ბოლოს, მოზარდებს „112“-ისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

  

 

აღნიშნული ღონისძიება „112“-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა.

 

11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე სამი წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ნომერი ფუნქციონირებს და „112“-ის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ყოველწლიურად აღინიშნება.