თეა გზირიშვილი

 თეა გზირიშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილე

დაბადების თარიღი და ადგილი: 10 ნოემბერი, 1982წ. ქ. თელავი

 

განათლება:

2006-2007 წწ. – ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის (გერმანია) სახელმწიფო უნივერსიტეტი (LMU).  სპეციალობა - შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (Comparative Literature). სამაგისტრო პროგრამა

2005-2006 წწ. – ფასაუს (გერმანია) უნივერსიტეტი. ძირითადი სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტერატურა. დამატებითი სპეციალობა - სოციოლოგია

2000-2005 წწ. – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტერატურა

 

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლის აპრილიდან – საქართველოს შსს სსიპ 112-ის დირექტორის მოადგილე

2011-2013 წწ. – ესპანეთი, ქ. ბარსელონა, იაპონური საერთაშორისო კომპანია შპს Umo Europe, გაყიდვების მენეჯერი. ამავე კომპანიის მიერ ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორი და საერთაშორისო ტრენერი მსოფლიოს 15 ქვეყანაში

2010-2011 წწ. – ესპანეთი, ქ. ბარსელონა, სამშენებლო კომპანია შპს Hazbek Construcciones E Instalaciones, ადმინისტრატორი

2009-2011 წწ. – ესპანეთი, ქ. ბარსელონა, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოები: BCN Azafatas, Tais, CPM Expertus Field Marketing, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

2008-2009 წწ. – ესპანეთი, ქ. ბარსელონა, საერთაშორისო ღონისძიებებისა და განვითარების სააგენტო Staff And Services Corporate GmbH, მარკეტინგის მენეჯერი

2005 წლის ივლისი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისაღები გამოცდების სარეგისტრაციო პროცედურის კოორდინატორი

2002-2003 წწ. – არასამთავრებო ორგანიზაცია „საქართველოს ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაცია“ (ETAG)-ის წევრი


ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, ესპანური, გერმანული, რუსული, კატალონიური

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი