ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:
- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება
- საგზაო უსაფრთხოების ეფექტური მართვა
- ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა
- კრიზისული სიტუაციების ეფექტური პრევენცია / მართვა
- მონაცემთა ეფექტური დამუშავება / ანალიზი
- კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განთავსებულია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქ. რუსთავში. ქ. რუსთავის ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. მეორე ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.