112-ზე უნდა დარეკო მხოლოდ მაშინ, თუ გადაუდებელი შემთხვევაა. გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს, ნებისმიერ სიტუაციას, როდესაც შემდეგი საგანგებო სამსახურების დახმარებაა საჭირო:
- პოლიცია
- სახანძრო / სამაშველო სამსახური
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
ზარის განხორციელებისას მოქალაქემ ოპერატორს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
- სად მოხდა – შემთხვევის ზუსტი ადგილი
- რა მოხდა – შემთხვევის აღწერა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი გადაუდებელი სამსახურის დახმარებაა საჭირო
- ზარის ინიციატორის სახელი და გვარი
აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია „112“-ის ოპერატორისთვის, რათა მან შეძლოს საჭირო და დროული დახმარების აღმოჩენა.
გახსოვდეს!
- ისაუბრე გარკვევით და სანამ ოპერატორი არ დაასრულებს საუბარს, არ გათიშო ტელეფონი!
- ყოველი შემოსული ზარი იწერება!
112 არის საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, რომელიც 2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.
112-ის ოპერატორ-დისპეტჩერები, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. 112-ის ოპერატორები წარმოადგენენ ერთადერთ დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ ადამიანებსა და საგანგებო სამსახურებს შორის.