112-ზე არ უნდა დარეკო გართობის და სხვადასხვა საინფორმაციო სახის ინფორმაციის მისაღებად.
მაგ.:
- ამინდის პროგნოზის გასაგებად
- ვალუტის კურსის გასაგებად
- სასტუმროს დასაჯავშნად
- ტაქსის გამოსაძახებლად
- ბილეთების დასაჯავშნად
- ტრანსპორტის განრიგის გასაგებად
- ელექტროენერგიასთან, ბუნებრივ აირთან და წყლის გრაფიკთან დაკავშირებით
- მედიკამენტებზე ინფორმაციის მისაღებად
- საგზაო ჯარიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე
- სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ საკითხებზე
- მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ა.შ.
გახსოვდეს!
112-ზე ყოველი შემოსული ზარი იწერება. 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება ან/და გართობის მიზნით დარეკვა მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით.