დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 9822 ვიდეოკამერა, მათ შორის 2589 ნომრის ამომცნობი, ხოლო 7233 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.