თბილისში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს 112-ზე დარეკვით, ევაკუატორით გადაადგილების სერვისით ისარგებლოს.
აღნიშნული სერვისი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. 112-ს აქვს შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას.
სერვისის ეფექტიანად განხორციელებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებას. ამ მიზნით, გამოყოფილია სპეციალური დაცული სადგომი, რომლის ტერიტორია დაცულია მესამე პირთა არასანქცირებული შეღწევისგან და აღჭურვილია 24-საათიანი სათვალთვალო კამერებით, დამცავი ღობითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
ევაკუატორით გადაადგილების სერვისის დანერგვა მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანისთვის.
112-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა.
112-ის საჯარიმო ავტოსადგომები განლაგებულია თბილისში – დიღომსა (ბობ უოლშის ქ.) და ვარკეთილში (გახოკიძის ქ. #14გ)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:30 – 18:00 სთ; შაბათი: 09:30 – 14:00 სთ; კვირა – დასვენება
24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია: დიღმის ავტოსადგომი – (+995) 032 241 86 22
ვარკეთილის ავტოსადგომი – (+995) 032 241 86 20