მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისობის სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით – „ეს ჩემი ქალაქია“.

იმიტირებულ ქალაქში შსს-ს 112-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი – „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

[/su_spoiler]