მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით – „ეს ჩემი ქალაქია“.
იმიტირებულ ქალაქში შსს-ს 112-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი – „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.