შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორები – პასკალ ალიზაღი და ჟიზელ ჟურდა ეწვივნენ.

საფრანგეთის დელეგაციის წევრებს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრები 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.

ფრანგი სენატორები 112-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

[/su_spoiler]