26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 წარმოდგენილი იყო ინოვაციური საბავშვო პროექტით – „კოსმიური ხომალდი“.

112-ის შენობის არქიტექტურამ მოგვცა შესაძლებლობა ბავშვებისთვის შეგვეთავაზებინა ინოვაციური პროექტი, რაც გულისხმობდა შენობის იდენტური მინი კონსტრუქციის შექმნას, სადაც ბავშვებს ოპერატორები არაორდინალური იმიჯით დახვდნენ.

ბავშვებს თამაშით ვასწავლეთ უსაფრთხოებისა და გადაუდებელ შემთხვევებში ქცევის წესები.

112-ის მთავარი გზავნილები ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მივაწოდეთ. კერძოდ, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობით მათ შეძლეს გამხდარიყვნენ 112-ის კოსმიური ხომალდის წევრები.

გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური საშვი, რაც მათ მისცემს უფლებას ესტუმრონ 112-ის ქოლ-ცენტრს და გაეცნონ რეალურ სამუშაო პროცესს.

[/su_spoiler]